პორტალით სარგებლობის წესები

საიტის მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

3.1. საიტის მომხმარებლის უფლება - მოვალეობა ძალაში შედის საიტის ნებისმიერ ვებ-გვერდებისადმი მიმართვისთანავე. 3.2. საიტის მომხმარებელს უფლება აქვს გაეცნოს ნებისმიერ გამოქვეყნებულ მასალას და ამობეჭდოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია. 3.3. ავტორიზებულ მომხმარებელს (3.2. პუნქტში მითითებულ უფლებებთან ერთად) შეუძლია: - სრულად ისარგებლოს საიტის ყველა სერვისითა და რესურსით, გარდა ფასიანი მომსახურების სახეობებისა და იმ სერვისებისა, რომლებიც ითხოვენ სპეციალურ შეთანხმებას ან ხელშეკრულებას; - განათავსოს ტექსტუალური, ვიზუალური, აუდიალური ან გრაფიკული მასალა; - მონაწილეობა მიიღოს საერთო რეიტინგულ და შესაბამის სპეციალიზებულ გამოკითხვაში, დისკუსიაში, კონკურსში, დაუსვას შეკითხვა საიტის სტუმარს, გააკეთოს კომენტარი გამოქვეყნებულ სტატიაზე, დატოვოს შენიშვნა და მოსაზრება სტუმართა წიგნში, ინტერესის მიხედვით შექმნას თანამოაზრეთა გაერთიანება ან გახდეს არსებულის წევრი და ა. შ.; - მასალის განთავსების ან საიტის რომელიმე ფუნქციით სარგებლობის პროცესში შექმნილი დაბრკოლებების თაობაზე გაგზავნოს შეტყობინება ადმინისტრაციის მისამართზე: E-mail: info@v-tac.ge და მიიღოს განმარტება ან დახმარება. 3.4. ნებისმიერ მომხმარებელს ეკრძალება: - ელექტრონული საშუალებების გამოყენება საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესაგროვებლად; - სოციალური, რასობრივი, ეროვნული ან რელიგიური სიძულვილისა და მტრობის გამომწვევი ან უპირატესობის შემცველი პროპაგანდისა გაწევა; - დაცული, კონფიდენციალური ინფორმაციის განთავსება ან პირადი შეტყობინებით მისი გამოქვეყნება (თუ ამ ქმედების შემსრულებელი პიროვნება არ არის კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი პირი); - კანონით დაცული ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების ან მათი ასლების გამოქვეყნება (თუ ის არ არის გარკვეული პირობის დაცვით დაშვებული ან არ გააჩნია უშუალო, დელეგირებული უფლებები; - სხვა მომხმარებლის შეურაწმყოფელი, პიროვნებისა თუ ორგანიზაციის დისკრედიტაციის გამომწვევი ან ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ტექსტუალური შეტყობინებების, გრაფიკული გამოსახულებებისა და ამ სახის სხვა მასალების გამოქვეყნება; - პორნოგრაფიული ხასიათის მასალების განთავსება ან ტექსტუალური და ტექნიკური გადასვლების მომცველი მინიშნება სხვა საიტზე, რომელიც მოიცავს ამ სახის მასალებს; - სხვა მომხმარებლის პერსონალური და საკონტაქტო მონაცემების, აგრეთვე გამოსახულების გამოქვეყნება მისი ნებართვის გარეშე, მათ შორის რეგისტრაციის პროცესში სხვისი პერსონალური ინფორმაციის, გამოსახულების საკუთარის ნაცვლად შეტანა ან საკუთარ პერსონალურ ინფორმაციაში ყალბი მონაცემების დაფიქსირება; - საიტის გამოყენება პირადი კომერციული ინტერესების განხორციელებისთვის და სარეკლამო ხასიათის გზავნილების, ტექსტუალური შეტყობინებების, გრაფიკული გამოსახულებების განთავსება საიტის ადმინისტრაციის წინასწარი თანხმობის გარეშე; - საიტის ფუნქციონირების დესტაბილიზაციაზე მიმართული ქმედებების განხორციელება, საიტის მართვაში, დახურულ პროგრამულ ქვედანაყოფებში არასანქცირებული შეღწევის მცდელობა, აგრეთვე საიტზე ვირუსებისა და მავნე კოდის ფაილების ან პროგრამების გავრცელება. (ამ სახის ქმედებები შეფასებულ იქნება, როგორც ქსელური შეტევა); - SPAM - ის ხასიათის ტექსტუალური, გრაფიკული, აუდიო-ვიდეო მასალის, იმპორტი, საკუთარ მასალაში იმ საიტებზე გადამისამართება, რომლებიც აგებულები არიან კონტექსტურ რეკლამაზე, ან გააჩნიათ დიდი ოდენობით pop-up ფანჯრები და სხვა რესურსებზე ავტომატური გადაგზავნა. (ამგვარი Account-ის მომხმარებელს ადმინისტრაცია შეუჩერებს საიტით სარგებლობას, ხოლო სისტემატური დარღვევების პირობებში - გააუქმებს რეგისტრაციას). მომხმარებელი იზიარებს და იღებს ვალდებულებას დაემორჩილოს სარგებლობის წესებისა და პირობების მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ აკრძალვებს საიტის ადმინისტრაციის უფლებები და მოვალეობები 4.1. ადმინისტრაცია განაგებს საიტის სტრატეგიულ და მიმდინარე დაგეგმვასა და მართვას, განსაზღვრავს საიტის სერვისების შემადგენლობას, სტრუქტურასა და დიზაინს, ნებას რთავს ან ზღუდავს სერვისებისადმი ხელმისაწვდომობას, მართავს საიტის სხვა საქმიანობას: - ახორციელებს ინფორმაციულ შუამავლობას, უწევს მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, გრაფიკული გამოსახულებისა და სხვა მასალების გადაცემის, შენახვისა და ხელმისაწვდომობის მომსახურებას, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ პუბლიკაციებში და კომენტარებში ისახება უშუალოდ მომხმარებლების ინფორმაცია და მოსაზრება, არ აგებს პასუხს მათ უტყუარობაზე, ანუ გამოყენების დროს სხვა მომხმარებელმა თვითონ უნდა შეაფასოს მათი უეჭველობა; - არეგულირებს საიტის კომერციული გამოყენების, რეკლამის განთავსების, პარტნიორული ურთიერთობებისა და ამ სახის სხვა საკითხებს; - დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია შეაჩეროს ან დაბლოკოს მომხმარებლის მიერ საიტით ან მისი რომელიმე სერვისით სარგებლობა იმ ვადით, რომელსაც ჩათვლის მიზანშეწონილად, ხოლო სისტემატური დარღვევის შემთხვევაში გააუქმოს მომხმარებლის რეგისტრაცია; - მოდერატორს გააჩნია მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაციის, გრაფიკული გამოსახულებების მოდერაციის უფლება. იურიდიული და ეთიკური საფუძვლების გათვალისწინებით შეუძლია მოახდინოს მასალის რედაქტირება ან უარი განაცხადოს მის განთავსებაზე. მოდერატორთან უთანხმოების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია გაასაჩივროს მისი გადაწყვეტილება მხარდაჭერის სამსახურში: support@v-tac.ge - ადმინისტრაცია არ არის ვალდებული განიხილოს და გადაწყვიტოს უშუალოდ მომხმარებელთა შორის შექმნილი სადაო ან კონფლიქტური სიტუაციები, იმავდროულად იტოვებს უფლებას რომელიმე მომხმარებლის არაკორექტული ქცევის შემთხვევაში, სხვა მომხმარებლისგან შემოსული მოტივირებული და დასაბუთებული პრეტენზიის შემთხვევაში, დამრღვევს შეუზღუდოს საიტით ან სერვისებით სარგებლობა.

V-TAC LED Lighting

კონტაქტი

   (+995) 591 33 44 99

   პეტრე ქავთარაძის 2ა თბილისი საქართველო 0177,PETRE QAVTARADZE 2A TBILISI GEORGIA 0177, გლდანი ხიზანიშვილის 8 GLDANI KHIZANISHVILI 8, თელავი ვარდოშვილის 8, TELAVI VARDOSHVILI 8

  ან მოგვწერეთ: info@v-tac.ge

  ტექნიკური დახმარება: support@v-tac.ge

სოც.ქსელები

სერთიფიკატები

Dekra
Tuv
GS
CE
Rohs

კომპანიის შესახებ

ძვირფასო მომხმარებელო, მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ყველაზე ენერგორენტაბელურ, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე და რა თქმა უნდა ყველაზე ეკონომიურ, მომგებიან LED ტექნოლოგიას. ჩვენ ვართ V-Tac Georgia – V-Tac Europe-ის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში. ჩვენი კომპანია დაარსდა 2016 წელს. V-Tac Europe გახლავთ.

*ამეტაპზე გაშვებულია მხოლოდ WEB-ვერსია.